ამოწმებს მედიანების ზრდას (კლებას) დამოუკიდებელ ჯგუფებში. ამ კრიტერიუმს იყენებენ მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ დამოუკიდებელი ჯგუფების მედიანები იზრდებიან (კლებულობენ). მაგალითად, არსებობს ფენომენი ფსიქოლოგიაში, ცნობილი, როგორც „ მხოლოდ ზემოქმედების ეფექტი“. ამ ფენომენს იყენებენ კომპანიები, როცა რეკლამით აღწევენ ახალი პროდუქციის მიმართ ინტერეს და შეძენის სურვილს. თუ ცდაში მონაწილეობს სამი ჯგუფი, სადაც ახალ სარეკლამო კლიპს მოისმენენ შესაბამისად 10 - ჯერ, 20 - ჯერ, 30 - ჯერ და მერე გაზომავენ ამ პროდუქტის მიმართ დამოკიდებულებას, მოსალოდნელია, რომ დამოკიდებულება და, შესაბამისად, მედიანებიც წრფივად გაიზრდება (შემცირდება).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა