ისლამი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Islam

მსოფლიო რელიგიებიდან სიდიდით მეორე, რომელიც მომდინარეობს წინასწარმეტყველი მუჰამედის მოძღვრებიდან. ჩაისახა VII ს-ის დასაწყისში არაბეთში, როცა პატრიარქალურ-თემური წყობა შეიცვალა კლასობრივი სახელმწიფოს შექმნით. IX-X სს-ში ი. უკვე წარმოადგენდა რთულ სისტემას დახვეწილი ფილოსოფიურ-რელიგიური (ქალამი) და სამართლებრივი (შარიათი) საფუძვლებით. ი-ის ძირითადი პრინციპები თავმოყრილია ყურანში და შეიცავს 7 დოგმას: რწმენა ერთიანი ღმერთისა (ალაჰისა) და ანგელოზებისა, ყველა საღვთო წიგნისა, ალაჰის ყველა წარმოგზავნილისა, ქვეყნის აღსასრულისა, განგებისა და მკვდრეთით აღდგომისა. ყველაფერი, რაც მოხდა და მოხდება, ალაჰის ნებაა. მთელი ი. ხუთ მცნებას, „რწმენის სვეტს“ წარმოთქვამს: ფორმულა „არა არს ღმერთი ალაჰის კიდეგან, ხოლო მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი“, ყოველდღე ხუთგზის ლოცვა; ურაზა: რამაზანის თვეში მარხვის დაცვა; აუცილებელია ქველმოქმედება (ზაქიათი); მექაში მოლოცვა (ჰაჯი). ი-ის დღესასწაულებია: ყურბან-ბაირამი, ურაზა-ბაირამი, მავლუდი და სხვა. მორწმუნეთათვის სავალდებულოა აგრეთვე ბრძოლა სარწმუნოებისათვის, საღვთო ომი - ჯიჰადი ან ჰაზავათი. მუსლიმანთა ძირითადი საკულტო ნაგებობებია მეჩეთი (ღმერთის თაყვანისცემის ადგილი), მინარეთი, მედრესე (სკოლა) და მაზარი (მავზოლეუმი). ქრისტიანობის მსგავსად ი. დაიყო პოლიტიკურ და თეოლოგიურ მიმდინარეობებად, ძირითადად სუნიტურ - უფრო ლიბერალურ და შიიტიურ - უფრო ავტორიტარულ ფორმებად.

კატეგორია: 
ავტორები: