ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ძალის გამოყენებით ჩარევა ან სხვაგვარი უკანონო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, პოლიტიკური წეს-წყობილების ან ორიენტაციის შეცვლას, რაც შეუთავსებელია გაეროს წესდებათასთან. განასხვავებენ შეიარაღებულ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ ი-ს, რომელთაგან ყველაზე საშიში ფორმაა შეიარაღებული, ანუ სამხედრო ი. - იგი აგრესიის აქტს წარმოადგენს და სამხედრო დანაშაულად ითვლება. სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ი-ს განიცდის, უფლებამოსილია იბრძოლოს ი-ის წინააღმდეგ მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. აგრესიული ომისაგან განსხვავებით, რომელიც, ჩვეულებრივ, ქვეყნის ანექსიას ისახავდა ან ისახავს მიზნად, შეიარაღებული ი-ის მიზანია, ძალით შეცვალოს ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმი, ამასთან, ფორმალურად მისთვის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი