ინტერვალური მონაცემები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Interval Data

მიიღება მაშინ, როცა დამკვირვებელს შეუძლია განსაზღვროს არა მხოლოდ განსხვავება თვისების ხარისხის შორის, არამედ შეადაროს ერთმანეთს გაზომვათა განსხავებანი რაიმე ერთეულის მიხედვით. ობიექტს მიენიჭება ერთეულთა იმ რაოდენობის ტოლი რიცხვი, რომელიც თვისების ხარის ხისტოლფასია. ინტერვალური სკალებისმაგალითებია: წელთაღრიცხვა,  ტემპერატურის სხვადასხვა სკალა, აგრეთვე  შეფასების სკალები, რომელთაც ხშირად იყენებენ ადამიანების პიროვნული მახასიათებლების  შესაფასებლად, როგორებიცაა: ოჯახური ბედნიერება, საგნების შიში, მიზნის მიღწევის მოტივაცია, ლიდერობა, შფოთვა, დაა.შ. როგორც წესი, შეფასების სკალები წარმოდგენილია რაიმე კითხვარზე გაცემული პასუხების ორ უკიდურეს პოლუსს შორის მოთავსებული რამოდენიმე კატეგორიით. მაგალითად, რაიმე საკითხთან დამოკიდებულების სკალაზე ინდივიდს შეიძლება მოეთხოვებოდეს შემოხაზოს ერთ-ერთი პასუხი ხუთიდან  (შემოხაზოს რიცხვი) : 1. სრულიად ვეთანხმები, 2. ვეთანხმები, 3. ვერ გადამიწყვეტია, 4. არ ვეთანხმები, 5. სრულიად არ ვეთანხმები. ნული ინტერვალურ სკალაზე არ ნიშნავს, რომ ობიექტს გასაზომი თვისება არ გააჩნია, მაგალითად, ტემპერატურის ცელსიუსის სკალაზე „ნული“ ნიშნავს წყლის გაყინვის ტემპერატურას. არ არის აუცილებელი, რომ კატეგორიები შეფასების სკალაზე გადანომრილი იყოს ერთიდან ხუთამდე, კატეგორიების შესაბამისი რიცხვები შეიძლება იყოს -2, -1, 0, 1, 2. „0“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს კატეგორიას - ვერ გადამიწყვეტია. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: