რუანდასა (1994) და ყოფილ იუგოსლავიაში (1993) ომის დროინდელი დანაშაულის სახელდების, გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ორი საერთაშორისო ტრიბუნალი დააარსა. ორივე ტრიბუნალმა გაუპატიურება, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი ორსულობა და სექსუალური მონობა ქალთა ძირითადი უფლებების დარღვევად, გენოციდის ინსტრუმენტად, ომის წესების დარღვევად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო. სექსუალურ ძალადობას ორივე ტრიბუნალი წამებად აღიარებს. ასევე საკამათო გახდა გაუპატიურების მსხვერპლისთვის მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულების ეთიკურობა.
ტრიბუნალების გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი სიახლე და ძირეული ცვლილებაა საერთაშორისო სამართლის თეორიაში. მათი გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა, ქალთა მიმართ ომის დროს ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად იყოს აღიარებული.
ნიშანდობლივია, რომ თვითონ სასამართლოებში გენდერული თანასწორობა მიღწეული არ იყო - სასამართლოს ხუთივე მოსამართლე კაცი იყო. ამის მიუხედავად, ტრიბუნალმა მაინც შეძლო გენდერული დანაშაულის გამო დამნაშავეთა ეფექტურად გასამართლება და პრეცედენტის მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000.