International Society Instituts
წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს. ჰ. ბულის მიხედვით, ს.ს.ი-ა საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, ომი, საერთაშორისო ორგანიზაცია, ძალთა წონასწორობა. ეს ინსტიტუტები საერთაშორისო სისტემის მდგრადობას განაპირობებს, რადგან ამკვიდრებს საერთო ღირებულებებისა და ქცევის წესების ნაკრებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო „საზოგადოებრივ“ ხასიათს ანიჭებს და ამით მასში წესრიგის დამყარებასაც უწყობს ხელს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: