საერთაშორისო პოლიტიკა

International Politics

ერთი მნიშვნელობით იგივეა, რაც საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობები და ამდენად, საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის საერთაშორისო ეკონომიკურ, სამართლებრივ, იდეოლოგიურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობებთან ერთად. მეორე, უფრო ფართო მნიშვნელობით ს.პ. გაიგივებულია საერთაშორისო ურთიერთობებთან, რადგან ყველა სახის ურთიერთობას თავისი პოლიტიკა აქვს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც ურთიერთობების სახესა და თავისებურებებს. ამდენად, შესაძლებელია ლაპარაკი საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სამართლებრივ პოლიტიკაზე, იდეოლოგიურ პოლიტიკაზე და ა.შ. ამიტომ ს.პ. მიჩნეულია საერთაშორისო ურთიერთობების ბაზისად და საფუძვლად. ამასთანავე, ს.პ. შეიძლება გაგებული იქნეს როგორც პროცესი, პრაქტიკული საქმიანობა და როგორც ამ პროცესებისა და ქმედებების შემსწავლელი მეცნიერება. ხშირად ს.პ-ს განსაზღვრავენ როგორც ისეთ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც პოლიტიკური შინაარსი აქვს. ამ ურთიერთობებს ახორციელებენ. სახელმწიფოთა მთავრობები ან უშუალოდ, ან მათ მიერ აკრედიტებული წარმომადგენლობების მეშვეობით. ს.პ-ის აქტორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ს.პ-ში საერთაშორისო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად მთავრობათშორისია და სახელმწიფოებითაა წარმოდგენილი.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: