საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი ქვედარგი, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკაზე პოლიტიკური გარემოს ზემოქმედებასა და, პირიქით, საერთაშორისო პოლიტიკაზე ეკონომიკის ზეგავლენას შეისწავლის. ს.პ.ე-ის, როგორც ცალკე დისციპლინის წარმოშობას ხელი შეუწყო ბრეტონ-ვუდსის სისტემის ფორმირებამ და საერთაშორისო დახმარების განვითარებამ, რამაც უფრო მწვავედ დააყენა საერთაშორისო ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენის პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან გამიჯნულად შესწავლის უარყოფითი ტენდენცია, გარკვეულწილად, ს.პ.ე-ის გამოცოცხლებამ შეაჩერა. ისევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ს.პ.ე-შიც მიმდინარეობს პარადიგმული კამათი ნეორეალისტურ, ნეოლიბერალურ და რადიკალურ მიმდინარეობებს შორის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი