საერთაშორისო წესრიგი

International Order

სახელმწიფოთა ურთიერთქმედების გარკვეული წყობა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიზნების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ჰ. ბულის განმარტებით, ეს მიზნებია: სიცოცხლის დაცვა ხელყოფისაგან, დადებული პირობების შესრულება და საკუთრების უფლებების გარკვეული დონით უზრუნველყოფა. ს.წ-ს აქვს პოლიტიკური, დიპლომატიურლი, სამართლებრივი, ეკონომიკური და სამხედრო წახნაგები. თანამედროვე ს.წ ვესტფალიის ზავის შედეგად დამყარებულ საერთაშორისო სისტემას ახასიათებს (იხ. ვესტფალიის სისტემა). მისი ნიშნებია ანარქია (ანუ უზენაესი მთავრობის არარსებობა) და სუვერენულ სახელმწიფოთა სიმრავლე, რომლებიც ურთიერთქმედებისა და ქცევის საერთო სტანდარტებს აღიარებენ. თანამედროვე ს.წ. სახელმწიფოების სუვერენულობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად გვევლინება. წესრიგის მიზანი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაა, რასაც ხშირად სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი ეწირება. ე.ი. წესრიგი შეიძლება სამართლიანობის გარეშეც დამყარდეს, მაგრამ არა პირიქით. გარდა ამისა, ს.წ-სა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ხშირად საჭირო ხდება მშვიდობის დარღვევაც.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: