სიტუაცია ფაქტორული ანალიზის სქემაში, როცა ერთი დამოუკიდებელი ცვლადის ეფექტი დამოკიდებულ ცვლადზე, დამოკიდებულია მასთან კომბინაციაში მყოფი სხვა დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობაზე (დონეზე). ურთიერთქმედება შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც სქემაში მონაწილეობს ორი ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადი (ფაქტორი). შესაძლებელია ცალკე აღებულ ერთ დამოუკიდებელ ცვლადს არ ჰქონდეს გავლენა დამოკიდებულ ცვლადზე, მაგრამ სხვა დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობის გათვალისწინებით მოქმედებდეს დამოკიდებულ ცვლადზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა