ილუზია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Illusion

სტიმულის პატერნის განცდა, რომელიც აშკარად მცდარია, თუმცა იმივეს განიცდიან სხვა ადამიანებიც იმივე პერცეპტულ გარემოში.

ორაზროვანი სტიმულები პერცეპტულ სისტემებს რთულ ამოცანას უყენებენ: რამდენიმე შესაძლებლობიდან ამოიცნონ ერთი უნიკალური ფიგურა. ორაზროვანი სტიმულების ინტერპრეტაციის სისწორე ან მცდარობა, ჩევეულებრივ, კონტექსტზეა დამოკიდებული. როცა პერცეპტული სისტემა სტიმულის სტრუქტურას მკვეთრად ამახინჯებს და ცვლის, თქვენ ილუზიას განიცდით.

სიტყვა ილუზია წარმოდგება ლათინური illudere-დან, რაც დაცინვას, მასხრად აგდებას ნიშნავს. ადამიანთა უმრავლესობა ერთსა და იმავე პერცეპტულ სიტუაციაში ერთნაირ ილუზიებს განიცდის, სენსორული სისტემის მსგავსი ფზიოლოგიისა და სამყაროში საგნების მსგავსად განცდის გამო. ილუზია უნდა განვასხვავოთ ჰალუცინაციისგან.

შეიძლება არსებობდეს ვიზუალური, სმენითი ან გემოს ილუზიები, თუმცა ყველაზე ადვილი მაინც ვიზუალური ილუზიების შემჩნევაა. განვიხილოთ სურათზე (იხ. სურათი: გონების სავარჯიშო ილუზიები) წარმოდგენილი კლასიკური ილუზიები.

მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიების პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ილუზიებზე ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში. ოპელის მოკრძალებული წვლილი ილუზიების შესწავლაში იყო ხაზების უბრალო რიგი, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა სეგმენტებად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ ბოლო ხაზები იყო მოცემული (ვარიანტი ბ).

ოპელმა თავის ნაშრომს „გეომეტრიული ოპტიკური ილუზიების შესწავლა“ უწოდა. ილუზიები მიუთითებს პერცეპტულ ხატსა და რეალობას შორის განსხვავებაზე. მათ შეიძლება გვიჩვენონ აბსტრაქტული კონცეპტუალური განსხვავება შეგრძნებებს, პერცეპტულ ორგანიზაციასა და იდენტიფიკაციას შორის და დაგვეხმარონ აღქმის გარკვეული ფუნდამენტური თვისებების გაგებაში.

მკვლევრები ხშირად იგონებენ ახალ ილუზიებს ან იყენებენ ძველს, რათა პერცეპტული გადამუშავების მნიშვნელოვანი თავისებურებები გვიჩვენონ. განვიხილოთ მიულერ-ლაიერის ილუზიის სხვადასხვა ვერსია (იხ. სურათი მიულერ-ლაიერის ილუზიის ვარიაციები) ვერსია A პირველად ფრანც მიულერ-ლაიერმა (Muller-Lyer) 1889 წელს განიხილა ნაშრომში ოპტიკური ილუზიების შესახებ. შემდეგი ვერსიები მიულერმა და მისმა კოლეგებმა 1900 წლამდე შექმნეს. თითოეულ შემთხვევაში მონაკვეთების სიგრძე (ან B ვერსიაში კუთხეების წვეროებს შორის მანძილი) თანაბარია. ადამიანებს ხშირად უკვირთ ეს ფაქტი, თქვენ კი გადასამოწმებლად შეგიძლიათ გაზომოთ. იმის მიუხედავად, რომ ეს ილუზია საკმაოდ დიდი ხნის წინაა აღმოჩენილი და მკვლევრებმაც მრავალჯერ სცადეს ახსნა, მისი წარმოშობის შესახებ თეორიები იცვლება. მისი სიმტკიცე, რაც უფრო დიდი სიგრძის ილუზიის ადვილად შექმნაში გამოიხატება, ვიზუალური გადამუშავების სფეროში თეორეტიკოსებს ახალ პრობლემებს უქმნის. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ილუზიები უბრალოდ უცნაურობა არ არის. ისინი ფსიქოლოგიური თეორიებისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევიან. 

 

ილუზიური კონტურები 

ილუზორული კონტურები ილუზიის ნაირსახეობაა და ეს არის ფიგურის კონტურების აღქმა, როცა რეალურად კონტურები არ არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონტურები დისტქლურ სტიმულში კი არ არსებობს, არამედ — მხოლოდ ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებაში (იხ. სურათი: სუბიექტური კონტურები). ილუზორული კონტურები პირველად 1900 წელს აღწერეს, მაგრამ მაინც ბოლომდე არ არის ცნობილი, რა მექანიზმი მუშაობს ამ დროს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: