ჰომოფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Homophobia

ჰომოფობია ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ სიძულვილსა და ზიზღს აღნიშნავს და უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვაა. პირველად ტერმინი „ჰომოფობია“ ჯორჯ ვინბერგმა 1971 წელს გამოიყენა წიგნში „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“. ვინაიდან სიტყვა „ფობია“ არარაციონალურ შიშს ნიშნავს, ტერმინი „ჰომოფობია“ მოიაზრებს იმასაც, რომ ჰომოსექსუალთა სიძულვილი არარაციონალური და არაჯანსაღი მოვლენაა. ჰომოფობია ხშირად გამოიხატება ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციასა და მათ მიმართ განსაკუთრებულად სასტიკ მოპყრობაში (ცემა, წამება, მკვლელობა). 

თანამედროვეობაში ტერმინის „ჰომოფობია“ მნიშვნელობა გაფართოვდა და ის ხშირად უფრო ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება - ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებების აღსაწერად. თუმცა, ჰომოფობიის ასეთ გამოყენებას ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ის ადეკვატურად ვერ აღწერს ჩაგვრის სპეციფიკურ მექანიზმებს, რომლებსაც სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანები განიცდიან.

ასევე ხშირად ვხვდებით ტერმინს „ინტერნალიზებული ჰომოფობია“, რაც საკუთარი თავის სიძულვილსა და საკუთარი ჰომოსექსუალობის გამო, განცდილ სირცხვილს აღნიშნავს და გულისხმობს, რომ ჰომოსექსუალმა ადამიანმა შეითვისა ჰომოსექსუალობის მიმართ არსებული ნეგატიური სოციალური დამოკიდებულებები. ინტერნალიზებული ჰომოფობია ადამიანის თვითშეფასებასა და თვითაღქმას აყენებს ზიანს. ის შეიძლება გამოიხატოს სხვა ჰომოსექსუალების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებასა და მათ დისკრიმინაციაშიც. გარდა ამისა, ინტერნალიზებული ჰომოფობია შესაძლოა თვითდესტრუქციული ქცევის საფუძველი გახდეს.

1973 წელს, ჰომოსექსუალობის ფსიქიკური დარღვევების კლასიფიკაციიდან ამოღების შემდეგ, დასავლურ მეცნიერებაში ყურადღება გაამახვილეს ჰომოფობიის შესწავლაზე. ჰომოფობიის კვლევებში ჰომოფობია უმეტესად პიროვნულ ნიშან-თვისებად განიხილებოდა და სტანდარტიზებული კითხვარებით იზომებოდა. გარდა ამისა, ვხვდებით კვლევებს ინტერნალიზებული ჰომოფობიისა და თვითდესტრუქციულ ქცევას (ნარკოტიკის, ალკოჰოლის მოხმარება) შორის კორელაციის შესახებ. მოგვიანებით ჰომოფობიის კვლევები გააკრიტიკეს უარყოფითი დამოკიდებულებების ინდივიდუალიზაციისა და მათი სოციალურად კონსტრუირებული ხასიათის უგულებელყოფის გამო. გარდა ამისა, ჰომოფობიის სკალები სექსუალობის ესენციალისტურ გაგებას ეყრდნობა. ამ კრიტიკის საპასუხოდ, ზოგიერთმა მკვლევარმა კითხვარების დახვეწა და მოდიფიკაცია სცადა, რათა ჰომოფობიის უფრო რთული და ფაქიზი ფორმების, მაგალითად, ინსტიტუციური ჰომოფობიის შესწავლა გამხდარიყო შესაძლებელი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: