Historicism
1.ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანური ეგზისტენციის გამოვლენას ისტორიულობაში ხედავს და ინსტიტუციების, იდეების წარმომავლობისა და ცვალებადობის ისტორიულობას უსვამს ხაზს. 2. მეცნიერულ-თეორიული აზრით, ი. გულისხმობს კანონზომიერებების ისტორიული ინვარიანტების ძიებაზე, დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებელ ნომოლოგიურ გამონათქვამებზე უარის თქმას. ი. ყოველ ისტორიულ ეპოქას უნიკალურად მიიჩნევს და ცალკეული სიტუაციის, მოქმედების ხერხებისა და თვით მოქმედი სუბიექტების ინდივიდუალურობას თავისი კვლევის ობიექტად აცხადებს. ი-ის თანახმად, საგნის არსი მის განუმეორებლობაში უნდა იქნეს შემეცნებული, რაც ჰერმენევტიკისა და გაგების მეთოდებით ან ინტუიციით მიიღწევა.
კატეგორია: