ისტორიული მატერიალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Historical Materialism

(ისტორიის მატერიალისტური გაგება) მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის ნაწილი, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების უზოგადესი კანონების შესწავლა. ი.მ. არის ზოგადი ტერმინი მარქსისა და ენგელსის კონცეფციისათვის ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისა და მისი ანალიზის მეთოდის შესახებ. (მარქსის მატერიალიზმის საბაზისო იდეა მოცემულია შრომაში „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. წინასიტყვაობა“, 1859). ისტორიის მატერიალისტური გაგება, შეიმუშავეს მარქსმა და ენგელსმა XIX ს-ის 40-იან წლებში. მათ ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება.

კატეგორია: 
ავტორები: