როგორც სამედიცინო, ისე პოპულარულ ენაზე ინტერსექსუალობას ადრე უწოდებდნენ ჰერმაფროდიტიზმს (ჰერმაფროდიტი ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესის და აფროდიტეს ორსქესიანი შვილია). ბიოლოგიაში ჰერმაფროდიტი განიმარტება, როგორც ორგანიზმი, რომლის რეპროდუქციული ორგანო ორივე - მდედრობითი და მამრობითი - სქესით ხასიათდება. თანამედროვე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანებთან მიმართებაში ტერმინის „ჰერმაფროდიტი“ გამოყენება, რაც უნდა გულისხმობდეს ერთი ადამიანის მამაკაცად და, ამავდროულად, სრულად ქალად ყოფნას, შეცდომაში შემყვანია. გარდა ამისა, ადამიანებთან მიმართებაში ამ სიტყვამ მასტიგმატიზებელი მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ, მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ტერმინი „ჰერმაფროდიტი“ „ინტერსექსუალით“ შეიცვალა.
იხილეთ, აგრეთვე: ინტერსექსუალი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.