სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Hate Crime

დამკვიდრებული განმარტების თანახმად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უმცირესობათა და მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ აქტს გულისხმობს.

1981 წელს აშშ-ში ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგამ (Anti-defamation League) პირველად შემოიღო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სადამსჯელო კანონმდებლობა, რომელიც დღეს აშშ-ის თითქმის ყველა შტატში ფუნქციონირებს.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ვარირებს. თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დისკრიმინაციული ხასიათისაა, სასჯელი შესაძლოა ჯარიმით ან 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შემოიფარგლებოდეს, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯა მოქმედებს.

1990 წლამდე აშშ–ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკაში მთლიანად უგულებელყოფილი იყო ლგბტ თემის მიმართ ჩადენილი დანაშაულის აქტები. ამერიკული საკანონმდებლო ორგანოები მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ იძულებული, ჰომო და ტრანსფობიით მოტივირებული დანაშაული სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებზე ძალადობის კატეგორიაში გაეყვანათ, რაც ადგილობრივმა ლგბტ უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ქვეყნის ფარგლებში ლგბტ თემზე ძალადობის მასშტაბური კვლევები ჩაატარეს. კვლევების შედეგების მიხედვით, გამოკითხული საერთო პოპულაციის უმრავლესობას ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია საკუთარი სექსუალობის გამო სხვადასხვა სახის ძალადობა.

90-იან წლებში აშშ-ში ფემინისტურმა ორგანიზაციებმა სცადეს, ქალთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კატეგორიაში შეეყვანათ. მათი თქმით, გაუპატიურება მამაკაცის მიერ ქალის, როგორც კონკრეტული სქესის წარმომადგენლის, წინააღმდეგ განხორციელებული სიძულვილისა და ძალაუფლების დემონსტრირების აქტია. იმ დროს ამ ინიცატივას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა კატეგორიაში არ შესულა 2009 წლამდე, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კატეგორიაში შეეტანათ ადამიანთა დისკრიმინაცია გენდერული/ტრანსგენდერული ნიშნით. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Altschiller, D. (1999)Hate Crimes. Santa Barbara, CA, ABC-CLIO

Lawrence, F. (1999) Punishing Hate: Bias Crimes underAmerican Law, Cambridge, MA, Harvard University Press.

Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.2

Sloan, L., Gustavsson, N.(1998) Violenceand Social Injustice against Lesbian, Gay, and Bisexual People, New York, Haworth Press

Streissguth, T. ( 2003)Hate Crimes, New York, Facts on File

კატეგორია: 
ავტორები: