შუშის ჭერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Glass Ceiling

1987 წელს ენ მორისონმა ტერმინი „შუშის ჭერი“ შემოიტანა შრომის ბაზარზე არსებული იმ უხილავი ბარიერის აღსანიშნავად, რომელიც ქალებს და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებს, მიუხედავად მათი განათლების, კვალიფიკაციის დონისა თუ პროფესიული მიღწევებისა, ხელს უშლის საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში მაღალი პოზიციები დაიკავონ.

შუშის ჭერი, სხვა სიტყვებით, არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ქალებს, როგორც ჯგუფს,  ისეთივე წარმატებას მიაღწიონ სამსახურში, როგორსაც მათი კოლეგა მამაკაცები აღწევენ. ეს უხილავი დაბრკოლებები განპირობებულია ტრადიციებით და სტერეოტიპებით, საოჯახო პასუხისმგებლობების ასიმეტრიული განაწილებით ქალებსა და კაცებს შორის, უფროსობის მხარდაჭრის არქონით, არსებული სამსახურებრივი ურთიერთობების ჰომოსოციალური ხასიათით და სხვა.

ფემინისტი მკვლევრების მტკიცებით, ის ქალები, რომლებიც თავიანთი კარიერის განმავლობაში ახერხებენ „შუშის ჭერის“ გარღვევას და მაღალ პოზიციებს იკავებენ, ადრე თუ გვიან მაინც აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც მათ არ აძლევს საშუალებას, პროფესიული იერარქიული კიბის სათავეში მოექცნენ - ეს პირდაპირ აისახება იმაში, რომ მსოფლიოს წამყვანი კორპორაციული, პოლიტიკური თუ სხვა სახის ორგანიზაციების მმართველთა სრულიად არაპროპორციული უმრავლესობა მამაკაცია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, p. 194

Green L., Parkin W., Hearn J.(2001) Power, in Elisabeth Wilson, (ed)Organizational Behaviour Reassessed, SAGE, London, pp.188-215.

Morrison A. (1987) Breaking the Glass Ceiling, Reading, MA: Addison Wesley.

Padavic I., Reskin B. (2002)Women and Men at Work , Pine Forge Press, London,  pp. 143-164.

Billing Y.D., Alvesson M. (2000)Questioning the Notion of Feminine Leadership: A Critical Perspective on the Gender Labeling of Leadership, in Gender, Work and Organization,Volume 7, No3, pp. 144-157. 

კატეგორია: 
ავტორები: