სოციოლოგიური მეცნიერებების შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგი. გ.-ის თავისებურებაა მისი კავშირი სოციალურ გერონტოლოგიასთან - მეცნიერების კომპლექსურ განყოფილებასთან, რომელშიც დაბერებისა და სიბერის სოციალური ასპექტები შეისწავლება ეკონომიკის, დემოგრაფიის, ფსიქოლოგიის, ეთნოგრაფიის, სამართლის, სოციალური ჰიგიენის და სხვ. დისციპლინათა მონაცემებზე დაყრდნობით. გამოკვლევები გერონტოლოგიაში წარმოებს სამი ძირითადი მიმართულებით. პირველ მიმართულებაში შეისწავლება ინდივიდის ბიოლოგიური და ფსიქიკური დაბერების სოციალური დეტერმინანტები. საერთოდ ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელია ყურადღების კონცენტრაცია დაბერებისა და სიბერის არაპიროვნულ მხარეზე. მეორე მიმართულების გამოკვლევებში განიხილება ხანდაზმულ და ღრმად მოხუც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები და ერთობები (ფორმალური და არაფორმალური). ასეთი ჯგუფების შესწავლისას სოციოლოგები ცდილობენ განსაზღვრონ ხანდაზმულთა ადგილი, ფუნქციები და როლი ამ ჯგუფებში, მათი ურთიერთობა ჯგუფებთან მთლიანად და მათ ცალკეულ წევრებთან. გერონტოლოგიის პრობლემათა მესამე მიმართულების შესწავლის საგანია მდგომარეობა ხანდაზმულებისა, განსაკუთრებული სოციალური და ასაკობრივი ჯგუფისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სოციალური და დემოგრაფიული სტრუქტურის მნიშვნელოვან ელემენტს და გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებსა და პროცესებზე, ხოლო თავის მხრივ, განიცდის საზოგადოების მრავალგვარ ზეგავლენას. თეორიის სფეროში გერონტოლოგიის აქტუალური ამოცანაა სიბერისა და დაბერების ზოგადი სოციოლოგიური თეორიის შემუშავება.
გერონტოსოციოლოგია
Gerontosociology
კატეგორია: