ერთი მნიშვნელობით, არის ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების ურთიერთკავშირი და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს „ქცევა“, რაც განსაზღვრავს მისი წარმოებისა და ვაჭრობის დონეს და საქონლისა და მომსახურების მოხმარების მოცულობას. მეორე მნიშვნელობით, გ. განისაზღვრება როგორც გეოპოლიტიკის განსაკუთრებული ვერსია, რომელიც პრიორიტეტულად მიიჩნევს არა გეოგრაფიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ა.შ. ფაქტორებს, არამედ სივრცესთან დაკავშირებულ წმინდა ეკონომიკურ რეალობებს. გ. მსოფლიო განვითარების საფუძველს ხედავს იმაში, თუ სად იქნება განლაგებული მსოფლიო ბირჟების ცენტრები, სასარგებლო წიაღისეული, საინფორმაციო ცენტრები, მსხვილი საწარმოები და სხვ. გ.-ის კონცეფციის ავტორი ჟ. ატალი თვლის, რომ ცივი ომის შემდეგ გეოპოლიტიკა გ.-ით შეიცვალა და იგი თანამედროვე საერთაშორისო სისტემის მთავარი მოდელია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი