Genre
ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინი. გამოიყენება ლიტერატურული ფორმების კლასიფიკაციისათვის. ლიტერატურათმცოდნეობაში განასხვავებენ შემდეგ ჟ-ებს: რომანი, მოთხრობა, ლექსი, ტრაგედია, კომედია და ა.შ. სოციოლოგიამ გააფართოვა ჟ-ის ცნება, ასე მაგ., კომუნიკაციური ჟ-ის ცნება აღნიშნავს საუბრისა და ქცევის მყარად ქცეულ ფორმას, რომელიც სპონტანურად წარმოებული კომუნიკაციის ფორმისაგან განსხვავდება. კულტურის სოციოლოგიაში ჟ. დაწერილი და დაუწერელი (ასევე არასიტყვიერი) ტექსტის ტიპია, რომელიც თავისი არქიტექტონიკით არაფორმალურ წესებსა და ლიტერატურულ პირობითობას მისდევს.
კატეგორია: