საოჯახო შრომის გენდრული დანაწილება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gender Division of Domestic Labor

შრომის გენდერული დანაწილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია საოჯახო შრომის გენდერული დანაწილება. საოჯახო შრომის დანაწილება გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის იმ ყოველდღიური მოვალეობებისა და ამოცანების დანაწილებას, რომლებიც აუცილებელია სახლისა და მასში მცხოვრებთა მოვლა-პატრონობისთვის. ხშირად ამბობენ, რომ ამ შრომის დანაწილება სქესობრივია ან გენდერულია, რითაც აღიარებულია ის ვითარება, რომ ისტორიულადაც და დღესაც (განსაკუთრებით, დასავლური ტიპის ინდუსტრიულ საზოგადოებებში) ამ თვალსაზრისით აშკარა განსხვავებები არსებობს ქალებისა და კაცების მოვალეობება შორის. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ განსაკუთრებით, საოჯახო შრომის დანაწილების გაბატონებული პატერნი გულისხმობს, რომ მამაკაცი ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს, ქალის მოვალეობა კი საოჯახო საქმე და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა, რაც ანაზღაურების გარეშე და ძირითადად სახლში სრულდება.

საოჯახო შრომის დანაწილება განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დებატებში, როდესაც ფემინისტებმა მარქსისტული თეორიების საფუძველზე გამოკვეთეს, რომ, მართალია, ქალების მიერ შესრულებული საქმე არ ანაზღაურდება, მაგრამ შრომაა, პროდუქციული საქმიანობაა, კაცის დაქირავებული შრომის მსგავსად. სხვადასხვა ფემინისტური თეორია სხვადასხვაგვარად ხსნის საოჯახო შრომის ტრადიციულ დანაწილებას. ზოგიერთის თანახმად, არსებული დანაწილება კაპიტალიზმის საყრდენია, რადგან ის უზრუნველყოფს შრომითი ძალის განახლება-შევსებას. სხვა თეორეტიკოსები (მაგალითად, ჰეიდი ჰარტმანი) წინა პლანზე წამოსწევენ პატრიარქატსა და კაპიტალიზმს შორის კავშირს და ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ კაპიტალიზმის განვითარებამდე არსებობდა პატრიარქალური სისტემა, რომელშიც კაცები აკონტროლებდნენ თავიანთი ოჯახის წევრი ქალებისა და ბავშვების შრომას; ხოლო კაპიტალიზმის ჩამოყალიბებასთან ერთად მათ უბრალოდ გამოიყენეს იერარქიული ორგანიზაციისა და კონტროლის უკვე არსებული ტექნოლოგიები. მეტიც, ქალებსა და კაცებს შორის საოჯახო და ანაზღაურებადი შრომის დანაწილებასთან მჭიდრო კავშირშია გენდერული დანაწილება ანაზღაურებადი შრომის სფეროშიც: ქალების შრომა უფრო დაბალანაზღაურებადია, ხოლო კაცებისა - მაღალანაზღაურებადი. ჰარტმანს აკრიტიკებენ ფემინისტები (მაგალითად, კრისტინ დელფი,), რომლებიც ფიქრობენ, რომ საოჯახო შრომის დანაწილება თანამედროვე საზოგადოებებშიც კაპიტალიზმისგან დამოუკიდებლად, პატრიარქატით აიხსნება: ქალების საოჯახო შრომის ექსპლუატაციით უშუალო სარგებელს იღებენ ოჯახის წევრი კაცები. ამ დებატებში ბევრი სხვა ნიუანსიც გამოიკვეთა.

თანამედროვე კვლევებში ყურადღება ექცევა იმას, რომ, ქალების ანაზღაურებად შრომაში სულ უფრო მეტად ჩართვის მიუხედავად, საოჯახო შრომის ტრადიციული დანაწილება ძალიან ნელა იცვლება. ასეთი მდგრადობის ასახსნელად რამდენიმე ფაქტორს ასახლებენ: რომ ქალებს მეტი დრო აქვთ; რომ მათ თავიანთ პარტნიორებზე ნაკლები ეკონომიკური ძალაუფლება აქვთ ანაზღაურებად სამსახურებში არსებული სეგრეგაციის გამო; რომ გენდერული როლების შესახებ არსებული რწმენა-წარმოდგენების გამო საოჯახო საქმის შერულება ისევ ქალების მოვალეობად რჩება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

50 Key Concepts in Gender Studies, Jane Pilcher & Imelda Whelehan, SAGE Publications, 2004

 

კატეგორია: 
ავტორები: