გენდერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gender

გენდერი არის ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის განსხვავებას საზოგადოებებში. გენდერის ეს თანამედროვე მნიშნელობა თავიდან დამკვიდრდა ქალურობისა და მამაკაცურობის სოციალურ-კულტურული, ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებული, კონსტრუქტის აღსანიშნავად.

ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად გამოიყენა სექსოლოგმა ჯონ მონიმ 1955 წელს, რათა ერთმანეთისგან განესხვავებინა ბიოლოგიური სქესი და სოციალური როლები (მანამდე „გენდერი“ მხოლოდ სქესის გრამატიკულ კატეგორიას აღნიშნავდა), თუმცა, სიტყვის ამ მნიშნელობით გამოყენებამ მხოლოდ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან, ფემინისტურ თეორიის ტექსტების გავლენით პოვა ფართო გავრცელება. ამასთან, იდეა, რომ ქალისა და მამაკაცის სოციალური კონსტრუქტი არ დაიყვანება ბიოლოგიურ სქესზე, ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თვითონ „გენდერის“ ამ მნიშვნელობით გამოყენება. უკვე მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მარგარეტ მიდმა ერთმანეთისაგან განასხვავა ბიოლოგიური სქესი და სქესობრივი როლები; ხოლო სიმონ დე ბოვუარის  ცნობილი ფრაზა „ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან“, 1949 წელს გამოსული წიგნიდან „მეორე სქესი“ (Le Deuxième Sexe), ბევრ ფემინისტ თეორეტიკოსს მიაჩნია პირველ მკაფიო ფორმულირებად იმ თეზისისა, რომ ქალისა და მამაკაცის იდენტობის განმსაზღვრელი განსხვავებები სოციალურად კონსტრუირებულია და  ბიოლოგიური სქესისაგან დამოუკიდებელია.

მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლებიდან გენდერის ცნება მყარად დამკვიდრდა, როგორც სქესთა შორის სოციალურად კონსტრურებული განსხვავებების შესატყვისი, რომლებიც ისტორიულად და გეორგრაფიულად ცვალებადია და რომელთაც ადამიანი სოციალიზაციის პროცესში იძენს. შესაბამისად, სულ უფრო გაძლიერდა თვალსაზრისიც, რომ გენდერი აუცილებლად ბინარული (ქალი ან კაცი) არ არის, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში არსებობს (ან შეიძლება არსებობდეს) ორიზე მეტი გენდერი.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ფემინისტურ თეორიაში გაჟღერდა ეჭვიც გენდერისა და სქესის განსხვავების მიმართ. მაგალითად, ჯუდით ბატლერი უარყოფს გენდერის ცნების, როგორც ბიოლოგიური სქესის ცნებისგან განსხვავებულის, აუცილებლობას, რადგან ამტკიცებს, რომ სქესის ცნება თვითონაც სოციალურად კონსტრუირებულია და იმთავითვე იყოს გენდერის სოციალური კონსტრუქტის ნაწილი. ის ამტკიცებს, რომ არ არსებობს არავითარი პირველადი, ბიოლოგიური თავისებურებებით განპირობებული სქესი, რომელიც წინ უსწრებს კულტურას და რომელიც ადამიანს „აქვს“  (ან რომელიც ადამიანი „არის“) მანამდეც, ვიდრე ის სოციალიზაციის პროცესებს დაექვემდებარება.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Simone de Beauvoir (1949), Le Deuxième Sexe.

Judith Lorber (1994), “Night to his Day”: The Social Construction of Gender, in Paradoxes of Gender

Judith Butler (1986), “Sex and Gender in Simone de Beauvoir’s Second Sex”, Yale French Studies, #72, pp. 35-49.

კატეგორია: 
ავტორები: