g-ფაქტორი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
g-factor

ზოგადი ინტელექტის ფაქტორი სპირმენის მიხედვით, რომელიც საფუძვლად უდევს ყოველგვარ ინტელექტუალურ აქტივობას.

ჩარლზ სპირმენმა პირველმა გამოიყენა ფაქტორული ანალიზი ინტელექტის კვლევის სფეროში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. მან აღმოაჩინა, რომ ინდივიდთა მიერ ინტელექტის სხვადასხვაგვარი ტესტების შესრულების შედეგად მიღებული ქულები კარგად კორელირებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ არსებობს ზოგადი ინტელექტის აქტორი, ანუფაქტორი g, რომელიც გონებრივი აქტიობის განხორციელებას უდევს საფუძვლად. ყოველი ცალკეული სფერო, ასევე დაკავშირებულია თავის სპეციფიკურ უნართან, რასაც სპირმენმა s უწოდა. მაგალითად, ლექსიკურ და არითმეტიკულ ტესტში მიღებული შედეგები  დამოკიდებულია როგორც ზოგად ინტელექტზე, ისე ამ სფეროსათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ უნარებზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: