ბაზისური მოთხოვნილებები (საჭიროებები), რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რათა საზოგადოებამ არსებობა შეინარჩუნოს. მაგ., მიიჩნევენ, რომ სოციალური სტრატიფიკაციის სისტემა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პოზიციები საზოგადოებაში დაიკავონ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებმა; მიუთითებენ, აგრეთვე, რომ საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია ისეთი ფუნდამენტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა: ქცევის დევიანტური ფორმების ეფექტური კონტროლი, სოციალიზაცია, მიზანთა ერთობლივი არტიკულაცია, მიზნის მისაღწევი საშუალებების ნორმატიული რეგულირება და სხვ. პარსონსი გამოყოფს ფუნქციურ მოთხოვნილებათა ოთხ სიდიდეს (ადაპტაცია, მიზნის მიღწევა, ინტეგრაცია, ლატენტურობა - იხ. აგილ-ი), რომელთა რეალიზაციის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. მერტონი აღნიშნავს, რომ ფუნქციური მოთხოვნილებების განსაზღვრა წინააღმდეგობას აწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მკაცრი ექსპერიმენტების ჩატარება. სხვანაირად რომ ითქვას, ძნელია განისაზღვროს, რა მოთხოვნილებები გაუჩნდება კონკრეტულ საზოგადოებას კონკრეტულ სიტუაციებში.
ფუნქციური წანამძღვრები
Functional Prerequisites
კატეგორია: