მონაცემთა სიმრავლის დასახასიათებლად პირველადი დამუშავების მიზნით გამოიყენება სიხშირეთა განაწილების ცხრილი. ქულის სიხშირე არის შერჩევაში ერთმანეთის ტოლი ქულების რაოდენობა.
მაგალითი: მოცემულ შერჩევაში 10, 11, 11,12, 13, 13, 13, 14, 14, 14, ქულა 10-ის სიხშირეა 1; 11-ის - 2; 12-ის - 1; 13-ის - 3; ქულა 14-ის - 2. სიხშირე აღინიშნება f-ით (frequency). ქულის ფარდობითი სიხშირე rf =f/n მიიღება ქულის სიხშირის გაყოფით ქულათა საერთო რაოდენობაზე. ქულის სიხშირის პროცენტებში გამოსათვლელად ქულის ფარდობითი სიხშირე rf მრავლდება 100-ზე. ქულის დაგროვილი სიხშირის (cf) მისაღებად ამ ქულის სიხშირეს ემატება მასზე უფრო ნაკლები ყველა ქულის სიხშირე. მიღებული შედეგები მოცემულია ცხრილის სახით:
ქულა თვლის შედეგი f rf %f cf crf c%f
10 / 1 1/10 10% 1 1/10 10%
11 / / 2 2/10 20% 3 3/10 30%
12 / 1 1/10 10% 4 4/10 40%
13 / / / 3 3/10 30% 7 7/10 70%
14 / / / 3 3/10 30% 10 1 100%
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა