ზოგადი ტერმინია. ის აღნიშნავს სოციოლოგიურ გამოკვლევას, რომლის მიზანია სოციალური ობიექტის უშუალო და ყოველმხრივი შესწავლა ბუნებრივ პირობებში. ს.გ. განსხვავდება ლაბორატორიული და მასობრივი შერჩევითი გამოკვლევებისაგან. ის პირველად გამოიყენეს XX ს-ის 20-იან წლებში „ჩიკაგოს სკოლის“ წარმომადგენლებმა. ს.გ. დღესაც სოციოლოგიური ანალიზის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად ითვლება. სოცილიოგიურ ლიტერატურაში არ არსებობს ამ ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება. ზოგიერთი სოციოლოგი ამ ტერმინით რამდენიმე მეთოდს აერთიანებს (მაგ., არასტრუქტურიზებული ინტერვიუ, ჩაღრმავებული ინტერვიუ, დაკვირვება, მონაწილე (ჩართული) დაკვირვება, კოლექტიური (ჯგუფური) დისკუსიები, ცხოვრების ისტორიები (life history), ცალკეული შემთხვევების შესწავლა (case-stuady), და სხვ.), რომელთა საშუალებითაც მკვლევრები უშუალოდ და სიღრმისეულად (საფუძვლიანად) შეისწავლიან საზოგადოების რეალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესასწავლი ობიექტის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. ზოგი სოციოლოგი კი ტერმინებს ს.გ. და „ჩართული (მონაწილე) დაკვირვება“ ხმარობს როგორც სინონიმებს. ს.გ-ებს „ბუნებრივ ექსპერიმენტებსაც“ უწოდებენ, რადგან ექსპერიმენტული ობიექტი მის ბუნებრივ სოციალურ კონტექსტში განიხილება, ხოლო ექსპერიმენტული სიტუაცია არსებითად არ განსხვავდება იმ ინდივიდების ბუნებრივი პირობებისაგან, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობენ. ზოგჯერ ს.გ-ის ნაცვლად იყენებენ ტერმინს „საველე მუშაობა“, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერ კვლევით მუშაობას, რაც შენობის, ოფისის გარეთ, „ველად“ ტარდება. ს.გ-ს შედეგად მიღებული ინფორმაცია უფრო სარწმუნოა, ვიდრე შერჩევითი გამოკითხვის მონაცემები, მაგრამ მას რეპრეზენტატულობა აკლია. ს.გ-ები არის როგორც ფართომასშტაბიანი (მაგ., მასობრივი ანკეტირება ან ინტერვიურება, რომლებსაც უამრავი ინტერვიუერი ატარებს), ისე მცირემასშტაბიანი (მაგ., ჩართული დაკვირვება ან შემთხვევის შესწავლის მეთოდი (case-study), რომელსაც მხოლოდ ერთი მკვლევარი ატარებს). გამოკვლევის ფორმები დამოკიდებულია კვლევის ამოცანებზე. გამოკვლევის მიზანი განსაზღვრავს შესასწავლ პოპულაციასა და გამოკვლევის საშუალებებს. კვლევის მიზნისა და გამოყენებული საშუალებების მიხედვით განარჩევენ ს.გ-ის სამ ძირითად კატეგორიას: 1. დაზვერვითი (საძიებო) გამოკვლევა (მისი მიზანია ჯერ კიდევ უცნობი პროცესების გამოკვლევა, მას საფუძვლად არ უდევს ზუსტი ჰიპოთეზები, ძირითადად დესკრიპტული ხასიათი აქვს), 2. ანალიტიკური ანუ დიაგნოსტიკური გამოკვლევა (მისი მიზანია პრაქტიკული სოციალური პრობლემებისა და მისი გადასაჭრელი გზების, საშუალებების გამოვლენა, პრობლემის გადაწყვეტა), 3. ექსპერიმენტული გამოკვლევა (საველე ანუ ბუნებრივი ექსპერიმენტი, რომლის მიზანია წამოყენებული ჰიპოთეზების ბუნებრივ პირობებში შემოწმება). ზოგიერთი სოციოლოგი, აგრეთვე, გამოყოფს მონოგრაფიულ ს.გ-ს (იგი გულისხმობს ცალკეული (ერთეული) სოციალური ობიექტის შესწავლას მისი საქმიანობის ყოველმხრივი და უშუალო ანალიზის მიზნით). ს.გ-ს ეტაპებია: ერთობების შერჩევა გამოკვლევისათვის, მათთან კონტაქტების დამყარება, გამოსაკითხი პირების დადგენა-მოძიება, მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის გაფორმება სტრუქტურული სახით, ინფორმაციის შენახვა.
საველე გამოკვლევა
Error message
- Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

- Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
- Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Field Research
კატეგორია: