შრომის ფემინიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminization of Labor

ტერმინი „შრომის ფემინიზაცია“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი მხრივ, ის ანაზღაურებად შრომით ბაზარზე ქალთა რიცხვის მატებას აღწერს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულ ქალთა რაოდენობამ 70% შეადგინა. განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვი ოდნავ უფრო დაბალია – 60%. ამ მაჩვენებლებში არ აისახება ქალების მონაწილეობა სოფლის მეურნეობასა და არაფორმალურ სექტორებში, რომლებიც ნაკლებ ჩანს და ნაკლებ ფასდება, თუმცა ამგვარ სექტორებში განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ქალთათვის დასაქმება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 1980 წლის შემდეგ, თუ აფრიკის ქვეყნებს არ ჩავთვლით, ქალების დასაქმებამ საგრძნობლად იმატა.

შრომის ფემინიზაციის მეორე მნიშვნელობა იმ პროცესებს გულისხმობს, რომელთა შედეგადაც სულ უფრო იზრდება სამუშაო ადილების მოქნილობა და მეტი სამუშაო ადგილი იძენს თვისებებს, რომლებიც ადრე „ქალური სამსახურების“ დამახასიათებლად ითვლებოდა. ასეთი ნიშნებია არასრულგანაკვეთიანი ან სახლში შესრულებული სამუშაო, მოქნილი სამუშაო საათები, ერთჯერადი კონტრაქტები და სხვ. თუ ადრე ასეთი სამსახურები ძირითადად ქალებისათვის შესაფერის, „მეორეხარისხოვან“ სამუშაოდ ითვლებოდა, დღეს შრომით ბაზარზე სულ უფრო იზრდება მათი წილიც და მათში დასაქმებული მამაკაცების რაოდენობაც. ამ ტენდენციის მიზეზებს შორისაა მსოფლიოს ქვეყნებში შრომის კოდექსის შესუსტება და შრომის ბაზრის დერეგულაცია, პროფკავშირების როლის შემცირება, დეინდუსტრიალიზაცია და სხვ., რომელთაც წარმოშვეს მოთხოვნა დაბალანაზღაურებად ქალ მუშახელზე.

ფემინისტების აზრით, როდესაც შრომის ბაზრის ფემინიზაციაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა სახის პოზიციებზე ხდება ქალთა დიდი რაოდენობით დასაქმება. როგორც წესი, ესაა დაბალანაზღაურებადი, ნაკლებად პრესტიჟული სამსახურები, სადაც მუშაობაზე მხოლოდ ქალები თანხმდებიან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Nazneen K. (2001). What does the Feminisation of Labour Meanfor Sustainable Livelihoods?, India, International Institute for Environment and Development

Padavic, I., Reskin, B. (2002). Women and Men at Work, London, Pine Forge Press

კატეგორია: 
ავტორები: