მიგრაციის ფემინიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminisation of Migration

მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე აკადემიური ნაშრომები ძირითადად კაც მიგრანტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას საერთაშორისო მიგრაციის სფეროში. კაცი მიგრანტები ითვლებოდნენ ძირითად მუშახელად, ზოგადად მიგრანტი კი მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლად აღიქმებოდა. მიჩნეული იყო, რომ ქალების მონაწილეობა საერთაშორისო შრომით მიგრაციაში მინიმალური იყო. ამგვარად, საერთაშორისო მობილობის მთავარ პროტაგონისტად კაცი მიიჩნეოდა, რომელსაც პასიურად უკან უნდა გაჰყოლოდნენ ცოლი და ოჯახის სხვა წევრები.

80-იან წლებში მეტად გამახვილდა ყურადღება ქალ მიგრანტებზე, რაც მიგრანტთა ნაკადების ფემინიზაციის გლობალურმა ტენდენციამ გამოიწვია. ამ პერიოდიდან კვლევებში ქალები წარმოდგენილი არიან არა როგორც ქმრებზე დამოკიდებული ცოლები, არამედ როგორც ქალები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან და მონაწილეობენ შრომის სხვადასხვა სფეროში, თუმცა ძირითადად მომვლელებად და ძიძებად. ამგვარად, ტერმინი „მიგრაციის ფემინიზაცია“ ხშირად გამოიყენება 80-იანი წლებიდან, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ქალ მიგრანტებთან დაკავშირებულ ცვლილებებს უკავშირდება.

საერთაშორისო მიგრანტთა შორის ქალებისა და გოგონების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 60-იანი წლებიდან სტაბილურად იზრდებოდა, პირველად გაეროს მიერ 1998 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოიკვეთა. უკვე 60-იან წლებში 100 საერთაშორისო მიგრანტიდან 47 ქალი იყო. 2000 წელს მიგრანტთა 49%-ს ქალები შეადგენდნენ. გაეროს ერთ-ერთი უახლესი ანგარიშის მიხედვით, 101 ქვეყანაში ქალები მიგრანტთა ნახევარზე მეტს შეადგენენ. ყოველივე ეს ადასტურებს საერთაშორისო მიგრაციის მზარდ ფემინიზაციას. თუმცა 60-70-იანი წლებისთვის სანდო სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო დინამიკის ზუსტი სურათის გამოკვეთა შეუძლებელია.

მიგრაციის პატერნებში მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს რეგიონების მიხედვით. ქვეყნებში, სადაც ტრადიციულად მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია, ყველაზე მაღალია მიგრანტი ქალების მაჩვენებელიც, რასაც ძირითადად ოჯახების გაერთიანებით ხსნიან. ხოლო ქვეყნებში, სადაც ძირითადად დროებით მუშახელს იზიდავენ, ქალების მიგრაცია დამოკიდებული ხდება იმ სამუშაოს ტიპზე, რომელსაც შრომითი ბაზარი ქალებს მოცემულ დროს სთავაზობს. მიგრაციის მზარდი ფემინიზაცია უკავშირდება მიგრანტთა წარმოშობის ქვეყნებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს, მასპინძელ ქვეყნებში შრომითი ბაზრის ცვლილებებს, სხვა სტრუქტურულ ფაქტორებსა და ცვალებად სოციალურ მახასიათებლებს.

 საქართველოში ქალების მზარდი მიგრაციის წამახალისებელ ფაქტორებად მიიჩნევა განქორწინების მზარდი მაჩვენებელი და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების სიმწირე. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასპინძელ ქვეყნებში შრომითი ბაზრის მოთხოვნაც (ე.წ. „ფემინური“ ტიპის სამსახურების ზრდა), რაც ქალების მიგრაციის ზრდას უწყობს ხელს.

საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი ანგარიშის თანახმად, ქალი მიგრანტები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ხშირია ფაქტები, როდესაც მიგრანტი ქალები სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან; ისინი განიცდიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციასაც - როგორც ქალები და როგორც უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მიგრანტები; ამას ემატება დისკრიმინაციის ფაქტები რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზეც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Roberto Marinucci,“Feminization of Migration?”, available at: http://siteresources.worldbank.org/EXTABOUTUS/Resources/Gender.pdf

UN, International Migration Report 2013, available at: http://www.un.org/en/development/desa/population/publications/pdf/migration/migrationreport2013/Full_Document_final.pdf

HaniaZlotnik,The Global Dimensions of Female Migration,2013, available at: http://www.migrationpolicy.org/article/global-dimensions-female-migration

Sophie Vause, SoranaToma, “Is the Feminization of International Migration Really on the Rise?The Case of Flows fromthe Democratic Republic of Congo and Senegal”, Population, vol. 70, 2015/1, p. 39-63.

კატეგორია: 
ავტორები: