ექსტრემალური მნიშვნელობა

Extremal Data

„ამოვარდნილი“ დაკვირვებები ანუ ის დაკვირვებები (მონაცემები), რომლებიც მკვეთრადაა განსხვავებული მონაცემთა ძირითადი მასივისგან. ამ დროს საშუალო მკვეთრადაა წანაცვლებული „ამოვარდნილი“ დაკვირვებების მიმართულებით და არ წარმოადგენს ცენტრალური ტენდენციის საიმედო საზომს.

მაგალითი: ავსტრალიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის თანამშრომელთა წლიური შემოსავალი 28000, 109000, 26000, 32000, 30000, 26000, 29000. 109000 - ექსტრემალური მონაცემია. გამოვთვალოთ ამ შვიდი მონაცემის საშუალო - გვაქვს x¯=40000. ყველა მონაცემი გარდა ერთის 40 000-ზე ნაკლებია, ამრიგად x¯=40000 არ აღწერს ტიპობრივ შემოსავალს. ამოვიღოთ ექსტრემალური მნიშვნელობა და გამოვთვალოთ დარჩენილი ექვსი მონაცემის საშუალო: x¯ = 28500. ეს საშუალო ხელფასი უკვე კარგად აღწერს ექვსი თანამშრომლის ხელფასებს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: