ახსნა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Explanation

შემთხვევის ან მოვლენის განხილვა, რომლის დროსაც ცხადი ხდება შემთხვევის ან მოვლენის მიზეზები, ხასიათი და მათი კავშირი სხვა მოვლენებთან. უფრო ფორმალური თვალსაზრისით, ა. მეცნიერული კანონის დადგენას ან კიდევ ამხსნელი თეორიის შექმნას გულისხმობს. სოციოლოგიაში ა. აქტორის მოქმედების მიზეზების, მოტივებისა და ა. შ. დადგენაა. არსებობს ა-ის რამდენიმე სახე: 1) მიზეზობრივი ა. ძირითადად კერძო შემთხვევაზე უშუალოდ მოქმედი მიზეზის გამოვლენაა; 2) დედუქციური ა. ლოგიკურად გამომდინარეობს ზოგადი კანონებით დადგენილი განზოგადებებიდან; 3) ალბათური (სავარაუდო) ა. - შემთხვევის ან მოვლენის მიზეზების დადგენა ალბათობის გარკვეული ხარისხით. ასეთი ა. გულისხმობს არა ერთჯერად შემთხვევას, არამედ შემთხვევათა გამოვლენას უსასრულო რიგში და, ჩვეულებრივ, არასაკმარისად მიიჩნევა მანამ, სანამ არ დადგინდება სხვა დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამ ალბათობას განსაზღვრავს; 4) მიზნობრივი ა. ადგენს აქტორების მნიშვნელობას, სურვილებს, ძალისხმევას, მიზეზებს ან სოციალურ სიტუაციას; 5) ფუნქციონალური ა. შედეგებს ხსნის სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნებიდან გამომდინარე; ფუნქციონალური ა. საზოგადოების ამა თუ იმ თვისების (წესები, ნორმები და ა. შ.) გამოვლენას გულისხმობს, რომელსაც გარკვეული წვლილი შეაქვს სისტემის ან მთელი საზოგადოების შენარჩუნებაში; 6) ევოლუციური, ანუ ეკოლოგიური ა. გულისხმობს სახეობის ან სოციალური სისტემის და ა. შ. მდგრადობის დადგენას მათი გარემოსთან ადაპტაციის თვალსაზრისით; 7) ტელეოლოგიური ა-ის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად წინამორბედ (უშუალო) მიზეზებს, რამდენადაც შემთხვევის ან მოვლენის (სოციალური სისტემის) საბოლოო მიზანს. ყველა შემთხვევა (მოვლენა), ტელეოლოგიური ა-ის თვალსაზრისით, ამ მიზნებით აიხსნება. მაგ., მარქსის თანახმად, კომუნიზმი არის ისტორიის საბოლოო მიზანი, შესაბამისად, ყველა ისტორიული ხდომილება ამ მიზნიდან აიხსნება. ზოგიერთ სოციოლოგიურ თეორიაში ა. და გაგება ერთმანეთთან არის დაპირისპირებული.

კატეგორია: 
ავტორები: