ეგზისტენციალისტური ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Existentialist Feminism

ეგზისტენციალისტური ფემინიზმისთვის ცენტრალურია თავისუფლების, ინტერპერსონალური ურთიერთობების, სხეულის გამოცდილების ცნებები. ეგზისტენციალისტი ფემინისტები ეყრდნობიან ეგზისტენციალისტი ავტორების, ძირითადად ბოვუარის, მერლო-პონტისა და სარტრის, იდეებს. ისინი აღიარებენ რადიკალური ცვლილების შესაძლებლობას, თუმცა მას  სხვადასხვა ფაქტორი ზღუდავს: თავის მოტყუება, სხვების მიერ ჩვენი აღქმა, ცვლილების მოლოდინით განპირობებული შფოთვა ან პასუხისმგებლობის გრძნობა.

ეგზისტენციალისტი ფემინისტები ადრეულ ეგზისტენციალისტებს აკრიტიკებენ სექსიზმისა და გენდერის უგულებელყოფის გამო. მაგალითად, მარგერი კოლინსი და კრისტინე პირსი სარტრს შეზღუდულ ანტიესენციალიზმსა და სექსიზმში სდებენ ბრალს. ეგზისტენციალისტი ფემინისტები პოსტსტრუქტურალისტურ, პოსტმოდერნისტულ ფემინიზმსაც უპირისპირდებიან ინდივიდუალური სუბიექტისა და მისი თავისუფლების უარყოფის გამო. 

პირველ ეგზისტენციალისტ ფემინისტად „მეორე სქესის“ ავტორი სიმონ დე ბოვუარი (1949) ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაშრომი ფრანგმა ფემინისტებმა მოგვიანებით ესენციალიზმის, მასკულინური ნორმების გამყარებისა და მიზოგინიისთვის გააკრიტიკეს, ბოვუარი დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად და მეორე ტალღის ფემინიზმის სულისჩამდგმელად ითვლება.

თანამედროვე ეგზისტენციალისტური ფემინიზმი  მრავალ სხვადასხვა საკითხს განიხილავს: ნენსი პოტერი (1995) ინცესტის მსხვერპლ ქალთა  გამოცდილებას შფოთვის ცნებასთან აკავშირებს, ჯანის მალეინი (1996) მერლო-პონტის „ტანის“ ცნებას იყენებს საკუთარი თავის მუტილაციის აღსაწერად, შენონ სალივანი (1997) აკრიტიკებს მერლო-პონტის „ავტონომიურ“ სხეულს და სხვ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000.

კატეგორია: 
ავტორები: