სტატისტიკა გამოთვლილი შერჩევაზე დაყრდნობით პოპულაციის განაწილების პარამეტრის შესაფასებლად.
მაგალითი: ვთქვათ, გვინდა შევაფასოთ ქალაქში ბინის ქირის საშუალო ფასი. შევაგროვეთ მონაცემები რამოდენიმე ბინის ქირის ფასების შესახებ და მივიღეთ მიღებული რიცხვი არის პოპულაციის საშუალოს (ქალაქის ყველა გაქირავებული ბინის ფასების საშუალო) წერტილოვანი შეფასება. ისმის კითხვა: რამდენად კარგია ეს შეფასება, რამდენად ახლოს არის ის ნამდვილ საშუალოსთან? თუ არ გაგვაჩნია სხვა რაიმე ინფორმაცია პოპულაციის საშუალოზე, უმჯობესია განვიხილოთ ინტერვალური შეფასება, ხშირად მოხსენიებული როგორც ნდობის ინტერვალი. თუ გაგვაჩნია რაიმე წინასწარი ინფორმაცია პოპულაციის შესახებ და ვარაუდი პოპულაციის პარამეტრის სიდიდის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: რამდენად ახლოს არის გამოთვლილი წერტილოვანი შეფასება ამ პოპულაციის პარამეტრის ჰიპოთეტურ მნიშვნელობასთან ანუ შევამოწმოთ სტატისტიკური ჰიპოთეზა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა