Embargo
ეკონომიკური სანქციების ერთ-ერთი სახეობა. გულისხმობს კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც იკრძალება გარკვეული ნაწარმით ვაჭრობა. ე-ს მიზანია ქვეყანა დატოვოს ცალკეული პროდუქციისა და ნედლეულის გარეშე (ძირითადად სტრატეგიული დანიშნულების საქონელი), რათა არ მისცეს საშუალება აწარმოოს ის, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების უშიშროებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ზოგჯერ ე. მიზნად ინახავს შეაცვლევინოს ქვეყანას ამა თუ იმ საკითხის მიმართ აღებული კურსი. (იხ. აგრ. ეკონომიკური სანქციები).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: