ბუნებრივი გარემოს მიმართ ადამიანის, სოციუმის მძარცველური, ცალმხრივი, პრაგმატული დამოკიდებულების შედეგად ბუნებრივი ბალანსის, წონასწორობის, მთლიანად ეკოსისტემის გლობალური მასშტაბით დარღვევა, რომლის შედეგადაც ბუნებრივი სისტემები არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს (ან უკვე იმყოფება) ტექნოლოგიური მიღწევების, აგრეთვე დემოგრაფიული აფეთქების შედეგად გამოწვეული საშიშროების წინაშე. მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი მუშაობს იმ მიმართულებით, რომელიც იწევს მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობის გაქრობას, ოზონის ფონის გათხელებას, გლობალურ დათბობასა და ამინდის შეცვლას, მიწისა და წყლის ვეებერთელა მასივებისა და აუზების დაბინძურებას, ტყის მასივების კატასტროფულ შემცირებასა და სხვა გლობალურად საშიშ, კატასტროფულ შედეგებს.
ეკოლოგიური კრიზისი
Ecological Crisis
კატეგორია: