აღმოსავლეთი-დასავლეთი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
East - West

ცივი ომის პერიოდში არსებული დიქოტომია, ერთი მხრივ, ევროპისა და ამერიკის განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, სოციალისტური ბანაკის - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა და საბჭოთა კავშირს, აგრეთვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. „დასავლეთის“ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ ნატოს სამხედრო ბლოკის ქვეყნები, იაპონია და მათი მომხრეები. „აღმოსავლეთის“ ბანაკში კი შედიოდნენ „ვარშავის ხელშეკრულების“ სახელმწიფოები. ა-დ-ის დაპირისპირების თემა ცივი ომის დასრულების შემდეგ ნაკლებად აქტუალურია.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: