ადრეული საბჭოთა კავშირი (20-30-იანი წლები) და გენდერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Early Soviet Union (20ies and 30ies) and Gender

საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ წლებში ე.წ. „ქალთა საკითხის“ ირგვლივ არსებული მიდგომები ორი ნიშნით გმოირჩეოდა: ერთი მხრივ, მათ ახასიათებდა რევოლუციური ორთოდოქსულობა (ყველა აღიარებდა, რომ ჭეშმარიტ რევოლუციას შედეგად ქალების გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა) და, მეორე მხრივ - აშკარა ამბივალენტურობა (ძალიან ცოტას თუ სურდა დაეთმო დრო, ენერგია და რესურსები ამ პროექტისათვის) (Wood1997). ნაწილობრივ სწორედ ორთოდოქსულობისა და ამბივალენტურობის ამ კომბინაციით აიხსნება, რომ ბოლშევიკებმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს განსაკუთრებულ ზომებს  მუშათა კლასის ქალების მობილიზებისათვის, რაც ნათელი გახდა, რომ რევოლუცია ვერ მიაღწევდა მიზნებს ქალების, როგორც მოქალაქეებისა და ამხანაგების, ჩართულობის გარეშე; გარდა ამისა, ქალთა პრობლემების მოგვარების გარეშე დღის წესრიგში  არსებული სხვა პოლიტიკური საკითხების გადაჭრა შეუძლებელი იყო.

ბოლშევიკური რევოლუციის ერთ-ერთი ამოცანა  იყო ქალების ჩართვა საზოგადოებრივ სფეროში. 1919 წელს დაარსდა ქალებთან მუშაობის დეპარტამენტი. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ინესა არმანდი. ქალთა განყოფილება მიზნად ისახავდა ქალების პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივ სფეროში მათ გააქტიურებას. ამ ამოცანასთან მჭიდრო კავშირში იყო ბოლშევიკური ხედვა, რომ ქალების გათავისუფლებისათვის აუცილებელი იყო ოჯახური საქმეების კერძო სფეროდან საზოგადოებრივ სფეროში გადმოტანა.

კანონმდებლობის თვალსაზრისით, 1917 წელს ბოლშევიკების საკონონმდებლო ინიციატივებმა ქალებს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მთელი სპექტრი მიანიჭეს და ახალი კანონმდებლობის წინაშე ქალი და მამაკაცი უფლებრივად გათანაბრდნენ. მაგალითად, ქალებს მიენიჭათ უფლება, მოეთხოვათ და მიეღოთ მამაკაცის თანაბარი ანაზღაურება თანაბარ შრომაში; 1918 წლიდან რელიგიური ქორწინება  სამოქალაქო ქორწინებამ შეცვალა, რის შედეგადაც მოიმატა ქორწინებისა და განქორწინების რაოდენობამ ახალგაზრდებში. 1920 წელს მოხდა აბორტის ლეგალიზება. ხელისუფლებას სურდა გენდერული თანასწორობის იდეის შემოტანა და იდეოლოგიურად განმტკიცება, რათა მეტი ქალი ჩართულიყო ოჯახს გარეთ შრომაში და  მათი ენერგია და შრომა მაქსიმალურად გამოეყენებინათ სწრაფი ინდუსტრიალიზაციის პროცესში.

საბჭოთა კავშირის ადრეული წლების ტრანსფორმაცია 30-იან წლებში შეიცვალა სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც ოჯახის აღდგენა-განმტკიცებაზე იყო მიმართული და ქალებს  ორმაგ ტვირთს აკისრებდა - ოჯახში და ოჯახს გარეთ შრომას. 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ქალთა განყოფილებები გაუქმდა. 1936 წელს მოხდა აბორტის კრიმინალიზაცია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Elizabeth A.Wood. (1997). The Baba and the Comrade. Gender and Politics in Revolutionary Russia. 

საბედაშვილი, თამარ (2006). ქალთა უფლებების თეორიული ასპექტები.

კატეგორია: 
ავტორები: