დონა ჰარაუეი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Donna Haraway

დონა ჰარაუეი (დაბ. 1944) ცნობილი ამერიკელი ფემინისტი ფილოსოფოსია, რომლის ნაშრომები გენდერის, რასის, ბუნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შესახებ მნიშვნელოვანია ფემინისტური დებატებისთვის. ჰარაუეის პირველი სტატია (1976) მის სადოქტორო დისერტაციას ემყარება, რომელშიც ის ადრეული მე-20 საუკუნის ემბრიოლოგების ნაშრომებში სპეციფიკური მეტაფორებისა და ანალოგიების როლს აანალიზებს. ჰარაუეის ყველაზე ცნობილი სტატიებია „კიბორგის მანიფესტი: მეცნიერება, ტექნოლოგია და სოციალისტური ფემინიზმი მეოცე საუკუნის ბოლოს“ (A Cyborg Manifesto: Science, Technology, and Socialist-Feminism in the Late Twentieth Century  1985), რომელიც, სხვა მნიშნელოვან სტატიებთან ერთად, შევიდა მის კრებულში „მაიმუნები, კიბორგები და ქალები: ბუნების ხელახლა გამოგონება“ (Simians, Cyborgs and Women: The Reinvention of Nature, 1991) და „სიტუაციური ცოდნები: მეცნიერების საკითხი ფემინიზმში და ნაწილობრივი პერსპექტივის პრივილეგია“ (Situated Knowledges: The Science Question in Feminism and the Privilege of Partial Perspective, 1988). ამ უკანასკნელში ჰარაუეი აკრიტიკებს ფემინისტური პოზიციის ეპისტემოლოგიის წარმომადგენლის, სანდრა ჰარდინგის კონცეფციას „ძლიერი ობიექტურობის“ შესახებ, მას „ფემინისტურ ემპირიზმს“ უწოდებს და მეცნიერების ღირებულების უფრო რადიკალურ გადასინჯვას მოითხოვს. ჰარაუეის პირველი მნიშვნელოვანი წიგნია 1989 წელს გამოქვეყნებული „პრიმატების ხედვა: გენდერი, რასა და ბუნება თანამედროვე მეცნიერების სამყაროში“ (Primate Visions: Gender, A Race andNature in the World of Modern Science). წიგნი პრიმატოლოგიის პრაქტიკებისა და ენის კვლევაზეა დაფუძნებული და აგრძელებს მეცნიერებისა და ბიოპოლიტიკის ფემინისტურ ანალიზს, რომელიც ჰარაუეის ადრინდელ სტატიებში ჩაეყარა საფუძველი.

ჰარაუეის ყველაზე გავლენიან ტექსტად დღემდე რჩება „კიბორგის მანიფესტი“, რომელშიც ის იკვლევს, თუ როგორ აყენებს ეჭვქვეშ თანამედროვე ტექნოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური პროცესები ისეთ თითქოსდა ურყევ დიქოტომიებს, როგორიცაა, ერთი მხრივ, ადამიანისა და ცხოველის და, მეორე მხრივ, ორგანიზმისა და მანქანის დიქოტომიები. კიბორგის ცნება ჰარაუესთვის სწორედ ისეთი არსების ცნებაა, რომელიც ამ კატეგორიების ლოგიკას არ ემორჩილება. მისთვის კიბორგები „ჰიბრიდული ქმნილებებია“, რომლებიც ორგანიზმებისა და მანქანების სინთეზს წარმოადგენენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Encyclopedia of Feminist Theories, ed. Lorraine Code

50 Key Concepts in Gender Studies. Jane Pilcher and Imelda Whelehan.

კატეგორია: 
ავტორები: