დომინაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dominance

დომინაცია ერთი ადამიანის ან სოციალური ჯგუფის მიერ მეორეზე ძალაუფლების განხორციელებასა და მის კონტროლს გულისხმობს.

სოციალურ თეორიაში გენდერული ჩაგვრის, ანუ მამაკაცთა დომინაციისა და ქალთა სუბორდინაციის უსამართლობის პრობლემის წინ წამოწევა ფემინისტთა უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა. ფემინისტური იდეოლოგიის დაბადებამდე გენდერის ნიშნით დომინაცია მისაღებად იყო მიჩნეული.

გენდერის ნიშნით დომინაციის საკითხები თავდაპირველად მე-18-19 საუკუნეების რევოლუციებითა და მონობის გაუქმებისთვის ბრძოლებით მოტივირებულმა ფემინისტებმა (მაგალითად, მერი უოლსტონკრაფტმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის წევრებმა) წამოსწიეს წინ. მეორე ტალღის ფემინიზმის რადიკალური, სოციალისტური თუ ლესბოსური ფრთები გენდერული დომინაციის თეორიული გააზრებისას სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ თეორიას ემყარებოდნენ. ისინი ილაშქრებდნენ ისეთი იდეოლოგიებისა და ცოდნის წინააღმდეგ, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის იერარქიულ დამოკიდებულებას ბუნებრივად წარმოაჩენს, და ებრძოდნენ ქალების მიმართ დისკრიმინაციულ და კაცებისთვის პრივილეგიის მიმნიჭებელ სოციალურ პრაქტიკებს. ფემინისტთა მეორე ტალღის დამსახურებაა გენდერული დომინაციის სისტემური ანალიზის წამოწყება, პატრიარქატის ცნების დამკვიდრება გენდერული დომინაციის სტრუქტურული ხასიათის აღსაწერად. ფემინისტთა მტკიცებით, კაცების დომინაციის კონტექსტში კაცები ქალებზე მეტად დაფასებულები არიან, ხოლო ქალების მიერ შესრულებულ საქმეს დაბალი პრესტიჟი, დაბალი ანაზღაურება აქვს და ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლება. კაცების დომინაცია ქმნის უთანასწორო შესაძლებლობებს განათლებისა თუ დასაქმების სფეროებში და როდესაც ქალები მათთვის დაწესებული გენდერული ნორმების გარღვევას ცდილობენ (სამსახურსა თუ სახლში), ხშირად დისკრიმინაციისა და ნეგატიური დამოკიდებულების მსხვერპლნი ხდებიან.

ფემინიზმის მეორე ტალღის მიერ კაცების ქალებზე დომინაციის უნივერსალურობისა და პატრიარქალური ჩაგვრის საფუძვლად მდებარე სისტემად წარმოჩენის მცდელობა მოგვიანებით შავკანიანმა ფემინისტებმა (ანჯელა დევისმა, ბელ ჰუკსმა) გააკრიტიკეს, რადგან ასეთი მიდგომა უყურადღებოდ ტოვებს ჩაგვრის კომპლექსურ ბუნებას და, სქესთან ერთად,  რასის, სოციალური კლასის, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალობისა თუ სხვა სოციალური მახასიათებლების როლს სოციალურ იერარქიებში. შავკანიან ფემინისტთა კრიტიკა თვით ქალთა ჯგუფებს შორის დომინაციისა და სუბორდინაციის არსებობაზე ამახვილებდა ყურადღებას. შავკანიან ფემინისტთა მტკიცებით, დომინაცია და სუბორდინაცია არა იზოლირებულად, არამედ ინტერსექციონალურად  უნდა განვიხილოთ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.

Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender, Vol 1, Thomson Gale: 2007.

კატეგორია: 
ავტორები: