დისკრიმინაცია, გენდერის ნიშნით

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Discrimination, Gender Based

დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვენა. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით.

გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია შესაძლოა შეგვხვდეს როგორც პირად ურთიერთობებში, ისევე საჯარო სფეროში. საჯარო სფეროში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია სამუშაო ადგილას პიროვნების მიმართ სხვა თანამშრომლებისაგან გასხვავებული მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული გენდერის წარმომადგენელია.

ფემინისტების ყურადღების საგანი არ არის მხოლოდ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ქალები დისკრიმინაციას განიცდიან არა მხოლოდ თავანთი გენდერის გამო, არამედ, ვთქვათ, თავიანთი არაჰეტერონორმატიული სექსუალობის ან რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობის მიმართ კუთვნილების გამო.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა სახელმწიფო კონსტიტუციით კრძალავს  ადამიანთა წინააღმდეგ ყველა ნიშნით დისკრიმინაციას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Dunneier P., Giddens A. (2009) Introduction to sociology , 7th ed. New York: W. W. Norton & Company Inc, p. 334. 

კატეგორია: 
ავტორები: