დისკურსის ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Discourse Analysis

დისკურსის ანალიზი თვისებრივი კვლევის მეთოდია, რომელიც მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. დისკურსის ანალიზი ტექსტობრივი მასალის დეტალურ ანალიზს გულისხმობს. ამ განმარტებაში ტექსტობრივი მასალა გაგებულია ფართოდ, როგორც ინტერვიუსა თუ ფოკუსჯგუფის ჩანაწერი, მედია ანგარიში ან კონსულტაციის ჩანაწერი, ვერბალური ან ნიშანთა ენა თუ ესა თუ ის კონკრეტული მოვლენა.

დისკურსი შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც მნიშვნელობათა საერთო თარგი, რომელიც სოციალურ ობიექტს კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს, მის სოციალურ კონსტრუირებას ახორციელებს. ამრიგად, დისკურსის ცნება კონსტრუქტივისტული ცნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ დისკურსის ანალიზის მრავალი განმარტება და გამოყენება არსებობს, ზოგადად, ის შეიძლება განიმარტოს, როგორც მნიშვნელობათა კონკრეტული თარგის ახსნა და ანალიზი. დისკურსის ანალიზის დროს ტექსტის შემადგენელი ნაწილების, ტექსტის საფუძვლად მდებარე დაშვებების გამოყოფა (დეკონსტრუქცია) და მათი ერთობით მიღებული შედეგის ანალიზი ხდება.

დისკურსის ანალიზის კარგი მაგალითია ელიზაბეთ პილის (2000) ყოველდღიური ჰეტეროსექსიზმის კვლევა, რომელიც ლესბოსელთა და ჰომოსექსუალთა საკითხებზე საგანმანათლებლო ტრეინინგის მონაწილეთა საუბრის დისკურსულ ანალიზს ეფუძნება. ელიზაბეთ პილმა გამოავლინა სხვადასხვა გზა, რომლითაც მონაწილეები მუდმივად წარმოაჩენენ ჰეტეროსექსუალობას ნორმად, ხოლო ჰომოსექსუალობას - ანომალიად. მაგალითად, ერთ-ერთი მონაწილე ერთმანეთს ადარებდა, ერთი მხრივ, საკუთარი შვილის მიერ თავისი იდენტობის აღიარებას და, მეორე მხრივ, ავტოკატასტროფაში მის მიერ ფეხის დაკარგვას, როგორც შემთხვევებს, რომლებშიც ის შვილის მხარდაჭერის სურვილს გამოხატავდა. პილი ასეთ მიდგომას „ჰომოსექსუალობის ნაკლად“ წარმოჩენის მცდელობად აფასებს, როდესაც ჰეტეროსექსუალობა სრულფასოვნებად წარმოჩინდება, ხოლო ჰომოსექსუალობა - სრულფასოვნების დაკარგვასთან არის ასოცირებული.

იხილეთ, აგრეთვე: დისკურსი, ფემინისტური მეთოდოლოგია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: