ექსპერიმენტული მეთოდი, როცა თითოეულ ყურს განსხავებული აუდიალური სტიმული მიეწოდება.
დიქოტომიური მოსმენის ამოცანა: კვლევის მონაწილე თითოეულ ყურში სხვადასხვა ციფრს ისმენს: 2 (მარცხენა), 7 (მარჯვენა), 6 (მარცხენა), 9 (მარჯვენა), 1 (მარცხენა), 5 (მარჯვენა) და მოსმენილს სწორ რიგებად ამბობს: 261 და 795. როდესაც სთხოვენ, რომ მხოლოდ მარჯვენა ყურში მიწოდებულ მასალას მოუსმინოს, მხოლოდ 795-ს ამბობს.
ექსპერიმენტულ კვლევაში დიქოტომიური მოსმენის გამოყენების შემთხვევაში მონაწილეებს უკეთიათ ყურსასმენები, რომლებშიც ერთდროულად ორ ჩაწერილ ინფორმაციას უსმენენ (იხ. სურათი). თითოეულ ყურში განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდებათ. მონაწილეებს ეძლევათ ინსტრუქცია, რომ ექსპერიმენტატორს მხოლოდ ერთ-ერთ ყურში მოსმენილი შეტყობინება გადასცენ და არ მოუსმინონ მეორე ყურში მიწოდებულ ინფორმაციას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.