დიასპორა

Diaspora

პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ებრაელების გადასახლებას ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს. აგრეთვე, ახ.წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევისა და 135 წელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ებრაელთა მთელს მსოფლიოში გაფანტვას. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ებრაელთა დ–ს მოიხსენიებდნენ. შემდეგ დ. დაერქვა ბერძნულ, სომხურ, ირლანდიურ და ჩინურ ემიგრაციასაც. სხვა ეროვნების ემიგრანტებს დ–დ არ მიიჩნევდნენ. ამჟამად ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და დ–დ იწოდება ყველა დისპერსიული ემიგრანტული თემი (მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა), რომელიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, მაგრამ ინარჩუნებს თვითიდენტიფიკაციას ისტორიულ სამშობლოსთან.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: