განვითარების ასაკი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Developmental Age

ქრონოლოგიური ასაკი, რომლის დროსაც ბავშვების უმრავლესობა ფიზიკური და გონებრივი განვითარების გარკვეულ დონეს ავლენს.

ნორმატიული სტანდარტების საშუალებით ფსიქოლოგები ერთმანეთისგან გაიჯნავენ ქრონოლოგიურ ასაკს - პიროვნების დაბადებიდან გასული თვეებისა თუ წლების რაოდენობას და განვითარების ასაკს - ინდივიდის სოციალური, კოგნიტური, ფიზიკური და ემოციური ფუნქციონირების შეფასებას. ფიზიკური და გონებრივი განვითარების ნორმები უზრუნველყოფს სტანდარტულ ბაზისს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ინდივიდებისა და ჯგუფების ურთიერთშედარება. მაგალითად, თუ სამი წლის ბავშვი საშუალო ხუთი წლის ბავშვის მსგავსად მეტყველებს, ითვლება, რომ მეტყველების განვითარების მიხედვით ის ხუთი წლისაა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: