დოქტრინა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოვლენა — ფიზიკური, ფსიქიკური და ქცევითი — განპირობებულია კონკრეტული მიზეზებით, რომელთა დადგენა შესაძლებელია. ის გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოვლენას თავის ცნობილი თუ უცნობი კონკრეტული მიზეზი თუ მიზეზები აქვს ანუ მის შედეგს წარმოადგენს. ეს მიზეზები შეიძლება თავად ადამიანში ან გარემოში იყოს.
დეტერმინიზმი ფილოსოფიური პოზიციაა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მოვლენისთვის, ადამიანის ქმედების ჩათვლით, არესებობს პირობები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ მოვლენას იწვევს. დეტერმინისტული თეორიები ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიაში მრავალფეროვანი და ზოგჯერ უერთიერთგადამფარავი მოტივებიდან და მოსაზრებებიდან მომდინარეობდა. დეტერმინიზმის ზოგიერთი ფორმის შემოწმება ემპირიულად არის შესაძლებებელი, მაგალითად, ფიზიკასა და ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგიური თეორიები სწორედ დეტერმინიზმის პოზიციაზე დგანან. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, ფსიქიკა, ქცევა და გარემო და რა კავშირია მათ შორის. სხვა სიტყვებით, ფსიქოლოგიაში წარმოებული კვლევების დიდი ნაწილი უკვე ცნობილ მოვლენებსა და მათ სავარაუდო მიზეზებს შორის კავშირების დადგენისთვისაა მოწოდებული.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Determinism, http://en.wikipedia.org/wiki/Determinism#History (26.01.2015)