Description
იგივეა, რაც დაწვრილებითი აღწერა. ძირითადად გამოიყენება ანთროპოლოგიაში და ,,მჭიდროდ სტრტუქტურირებული ფაქტების“ სოციალური კონტექსტის მოძიება–აღწერას აღნიშნავს. ა-ის საფუძველზე შესაძლებელია კულტურის როლის შესახებ ზოგადი დებულებების ჩამოყალიბება. ეთნომეთოდოლოგიის მსგავსად, ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია დიდ ყურადღებას უთმობს ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებს, როგორც უფრო ფართო განზოგადების ერთადერთ დამაჯერებელ საფუძველს. ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია, ამასთან მიიჩნევს, რომ დაწვრილებითი აღწერა არასოდეს არ არის სრული.
კატეგორია: