დეკოლონიზაცია

Decolonization

პროცესი, რომლითაც ბოლო ეღება ევროპის სახელმწიფოების მიერ ზღვის გაღმა ტერიტორიებისა და ხალხების კონტროლს. შესაბამისად, წარმოიქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამ მრავალრიცხოვანი, ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოების საერთო სახელწოდებაა მესამე სამყარო და ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობების ამ ახალი აქტიურობის აღსანიშნავად. ძირითადი ქვეყნები, რომლებმაც გაათავისუფლეს კოლონიები, ევროპაში მდებრაეობს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიებმა პროტექტორატებმა და დომინიორებმა ჩამოაყალიბეს ერთა თანამეგობრობა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, რომლის წევრთა შორის შეღავათიანი სატარიფო სისტემაა. საფრანგეთის სამფლობელოების დ. უფრო მტკივნეულად წარიმართა და ზოგან (ალჟირი, ვიეტნამი) ხანგრძლივი და სისხლიანი ომები გამოიწვია. დ–ის პროცესით ყოფილი მეტროპოლიების ჩარევა ყოფილი კოლონიების საქმეებში არ მთავრდება. თუმცა, პირდაპირი პოლიტიკური კონტროლი აღარ ხორციელდება, მაგრამ არაფორმალური საშუალებებით ხდება გავლენის შენარჩუნება და ზოგჯერ გავლენის გაძლიერებაც კი მესამე სამყაროს ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულუტურულ ცხოვრებაზე.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: