გადაწყვეტილებისგან თავის არიდების ტენდენცია. რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით მეტია მისგან განრიდების ალბათობა.
მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების საკმაოდ ძლიერი ტენდენცია, რაც რამდენიმე ფსიქლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით არის განპირობებული:
- ადამიანებს არ უყვართ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგადაც ზოგს მეტი სასურველი კეთილდღეობა ექნება, ზოგს — ნაკლები;
- ადამიანებს შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ, როგორ ინანებენ, თუ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი იმაზე უარესი აღმოჩნდება, ვიდრე ის, რომელიც გააკეთეს;
- ადამიანებს არ სურთ, პასუხისმგებელნი იყვნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგი ჰქონდეს;
- ადამიანებს არ მოსწონთ გადაწყვეტილების სხვების მაგივრად მიღება.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადამიანებს არ უყვართ გადაწყვეტილების მიღება, ისინი უკეთ გრძნობენ თავს, თუ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს.
საილუსტრაციოდ განვიხილოთ ცხრილში აღწერილი პირობები, რომლებმაც შეიძლება დაგაკარგვინოთ გადაწყვეტილების მიღების სურვილი. პირველ შემთხვევაში, ადამიანთა დაახლოებით ორი მესამედი პირდაპირ მოქმედებაზე გადავა და სხვა ვარიანტების განხილვის გარეშე შეიძენს სამსუნგ-გალაქსის. მეორე შემთხვევაში, სიტუაცია გართულებულია: არჩევანი ორ ძვირადღირებულ და ცნობილ ბრენდს შორის უნდა გაკეთდეს. ამიტომ გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია, გადავდოთ გადაწყვეტილების მიღება და ახალ ინფორმაციას დაველოდოთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.