სექსუალური ქცევის მკვლევრებმა გამოავლინეს რამდენიმე სფერო, რომელსიც მამაცაკებისა და ქალების სექსუალური ქცევის სცენარები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ეს არის პაემანზე გაუპატიურება. პაემანზე გაუპატიურება ეწოდება ისეთ სიტუაციებს, როცა ინდივიდს ნაცნობი ადამიანი აიძულებს სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასე მაგალითად, ერთ-ერთ გამოკითხვაში მკვლევრები ინტერესდებოდნენ, ჰქონდეთ თუ არა რესპონდენტებს მათზე მიმართული სექსუალური აგრესიის გამოცდილება. 341 გამოკითხულ ქალთა 78%-მა აღნიშნა, რომ ისინი ყოფილან სექსუალური აგრესიის გარკვეული ფორმის მსხვერპლნი. დაახლოებით 15% აღნიშნავდა, რომ პაემნის სიტუაციამ უბიძგა მათ სექსუალური კავშირის დამყარებისკენ. როცა მამაკაცებს ჰკითხეს, ვინ არის დამნაშავე პაემნის სიტუაციასი მომხდარ ძალადობაში, მათ, ქალებისგან განსხვავებით, მეტწილად, მსხვერპლი ანუ გაუპატიურებული ქალი დაასახელეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.