ზნე–ჩვეულებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Customs

ვებერის თანახმად, ერთგვაროვანი და განმეორებადი მოქმედებები, რომლებიც ორიენტირებულია განსაზღვრულ წესებზე, ნორმებსა და მაქსიმებზე, როგორც მოქმედების მეტ–ნაკლებად სტაბილურ მნიშვნელობებზე. ზ. ჩ-ის ფარგლებში მოქმედების ერთგვაროვნება აიხსნება მხოლოდ ჩვევებით. ადათი ისეთი ზ.-ჩ-აა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავდება და განპირობებულია საერთო ინტერესებით, რასაც ვებერი ინტერესთა კონსტელაციას“ უწოდებს. ადათები (მით უფრო, ზ.ჩ) არ არის „მნიშვნელადი“. ეს ნიშნავს, რომ ისინი არავისგან „მოითხოვენ“ მათ დაცვას. უფრო ზუსტად: ადათები ისეთ ნორმებს შეიცავს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე (მაგალითად, საზოგადოებაში მიღებულია ისაუზმო გარკვეული წესების დაცვით, თუმცა, არავინ არის ვალდებული ამ წესებს მისდიოს). ამრიგად, ზ.ჩ-ებსა და ადათებს არა აქვს ფორმალურ-ინსტუტუციური ხასიათი და არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ რეგულირებას. სოციალური მოქმედების კლასიფიკაციაში, ისინი თავსდება ტრადიციული მოქმედების ფარგლებში, რომელიც იმყოფება გასაზრისიანებული მოქმედების ზღვარზე, ანუ, რაციონალური გაგების ფარგლებს სცილდება. (იხ. რაციონალობასოციალური მოქმედების ტიპები; სოციალური ურთიერთობა; ლეგიტიმურობა).  

კატეგორია: 
ავტორები: