Cost-Effectiveness Analysis
ანალიზის სახეობა, რომლის დროსაც ადარებენ პროექტებს ან პროგრამებს, რომელთაც მსგავსი შედეგები ან პროდუქტი აქვთ. იგი გამოიყენება იმ ალტერნატივების შესადარებლად, რომლებისთვისაც შესაძლებელია ძირითადი შედეგების განსაზღვრა, მაგრამ არა შეფასება მონეტარულ კატეგორიებში გადაყვანის სახით. დანახარჯების ეფექტიანობის ინდიკატორები გულისხმობს პროდუქტის ერთეულის ღირებულებას ან პროდუქტის ერთეულებს ხარჯების თითოეულ ერთეულზე და მიზნად ისახავს ყველაზე ნაკლებხარჯიანი მეთოდის გამოვლენას განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.
კატეგორია: